გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ადვოკატის როლის და პროფესიული გარანტიების შესახებ

22 დეკემბერი 2014

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების (CCBE) პრეზიდენტმა მარია სლაზაკმა,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა.
კონფერენცია გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი სესიის განმავლობაში, მსჯელობა გაიმართა ადვოკატის როლის შესახებ მართლმსაჯულების პროცესში, ადვოკატის პროფესიის საპროცესო გარანტიებზე, ადვოკატის პროფესიის დაუფლებისათვის აუცილებელი სტაჟირების პერიოდსა და აუცილებელ სტანდარტებზე, დაცვის უფლების უზრუნველყოფის ცალკეულ გარანტიებზე სისხლის სამართლის პროცესში.
კონფერენციაზე ქართველი ადვოკატები და მოწვეული სტუმრები გაეცვნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტების მოსაზრებებს მართლმსაჯულების პროცესში ადვოკატის პროფესიის როლისა და ადვოკატის პროფესიის საპროცესო გარანტიების თაობაზე. 
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
კონფერენცია მხარდაჭერილი და ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი